დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ახალი ურნები წარუდგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა განათავსა და საზოგადოებას ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ის ურნები წარუდგინა, რომელიც უახლოეს მომავალში, თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე განლაგდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე, ტურისტულ ზონებში - რუსთაველის გამზირზე, ორბელიანისა და გუდიაშვილის განახლებულ მოედნებზე, ასევე, აღმაშენებლის გამზირზე განხორციელდება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ ქალაქში განსათავსებლად ნარჩენების სეპარაციის ისეთი ურნები შეისყიდა, რომელიც რამდენიმე განყოფილებისგან შედგება.

„საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე, ახალ აღმაშენებელზე განხორციელდება, სადაც უკვე რეაბილიტაციაა ჩატარებული. ასევე, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე, თუმცა სამომავლოდ, რა თქმა უნდა, სეპარაციის ურნები მთელი ქალაქის მასშტაბით განთავსდება. ურნები პლასტიკური ბოთლების, შერეული ნარჩენის, ქაღალდისა და მინის სექციისგან შედგება. საქართველოში ბევრი კომპანიაა, რომელიც ნარჩენებს მეორად პროდუქტად ამუშავებს. ამიტომ, ჩვენ მათ მივცემთ შესაძლებლობას, ნარჩენებისგან სხვადასხვა პროდუქტი შექმნან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალ ურნებზე შესაბამისი სექცია გათვალისწინებულია ასევე, მწეველებისთვის.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც სიგარეტის ნამწვისგან ცეცხლი ჩნდება. ამიტომ, ქალაქში სეპარაციის ურნების განთავსება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო