პროკურორი - დავით იაშვილის, გურამ დონაძის და ზურაბ მიქაძის დასკვნით სიტყვაში მოყვანილი გარემოებები სრულიად აცდენილია საქმის ფაქტობრივ გარემოებებისგან

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სამმა ბრალდებულმა, დავით იაშვილმა, გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ წარმოთქვეს დასკვნითი სიტყვა. მათ მიერ წარმოთქმულ დასკვნით სიტყვაში მოყვანილი გარემოებები სრულიად აცდენილია საქმის ფაქტობრივ გარემოებებისგან და ასევე, გამოკვლეული მტკიცებულებებისგან, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმის პროკურორმა, გიორგი ოსაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დაცვის მხარის მიერ დღეს წარმოთქმული დასკვნითი სიტყვა ვარაუდებზე იყო დაფუძნებული.

„ჩვენ როცა დასკვნით სიტყვას ვამბობდით, ვუთითებდით კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტულ მტკიცებულებებს თითოეულ ბრალდებულთან მიმართებაში, თუ ვინ, რა ფორმით მოახდინა დანაშაულის ჩადენა, შემთხვევის ადგილზე იარაღების ჩადება და ა.შ.

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სიტყვას, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი, ასევე არარსებული ფაქტებით მოწმეებისთვის იმის დაბრალება, რომ ისინი ტყუილს ამბობენ.

ბრალდების მხარეს წარმოდგენილი გვაქვს ორი სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც პირდაპირ დასტურდება, რომ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი არ არის ავთენტური და მასში არის არაერთი წყვეტა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული ინფორმაცია არავთენტურია და იგი გაზიარებული არ უნდა იქნეს, - აცხადებს ოსაძე.

შემდეგი სასამართლო სხდომა 14 დეკემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. აღნიშნულ სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებული, ზურაბ მიქაძე დაასრულებს დასკვნით სიტყვას, ამის შემდეგ, მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ, ბრალდებულები კი საბოლოო სიტყვით, რის შემდეგაც სასამართლო გავა სათათბიროდ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო