ანონსი  11 დეკემბერი

11 დეკემბერს, 09:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიურ, რიგით მე-10 შეხვედრას გახსნის.

მის: თბილისი, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

11 დეკემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „ბეტსის“ საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება კონფერენცია საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ. ღონისძიებას დაესწრებიან ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაქენზი სმითი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

მის: კ. მაყაშვილის ქ. #32/34;

საკონტაქტო: ლიკა შავიშვილი 595 33 01 50

11 დეკემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის: თავისუფლების #2

11 დეკემბერს, 10:00 საათზე, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით საქართველოს მე-4 ინტერნეტ მმართველობის ფორუმი (GeoIGF 2018) გაიმართება. ფორუმს გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა.

მის: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი # 2

11 დეკემბერს, 10:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

11 დეკემბერს, 11:00 საათზე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩიქოვანის ქუჩაზე ავტოსადგომების ადგილას გაშენებულ სკვერს დათვალიერებს.

მის: ჩიქოვანი 16;

საკონტაქტო ტელ: 577 158 572

11 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის: განათლების სამინისტრო, უზნაძის 52

11 დეკემბერს, 11:00 საათზე, EMC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის ფარგლებში EMC საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაუზიარებს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ძირითად ხარვეზებს.

მის: EMC-ს ოფისი, ი.აბაშიძის ქ.12 ბ (შემოსავლელი 14-16 ნომრებს შორის);

საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა 593 73 75 03

11 დეკემბერს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისასალმებელი სიტყვით გახსნის კონფერენციას: „ქალი, შრომა, უფლებები.“

მის: სასტუმრო თბილისი მარიოტი (რუსთაველის გამზირი 13.)

11 დეკემბერს, 11:00 საათზე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი თინათინ ბაუმი და სტატისტიკის და მონიტორინგის პროგრამის ხელმძღვანელი ანდრია ნადირაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: მკვლელი ტყვია ადამიანის ორგანიზმში; მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, რომელიც ბავშვების ტყვიაზე შემოწმებასაც გულისხმობს - ფერხდება თუ არა კვლევა იმ მიზეზით, რომ მშობლები ბავშვებისგან სისხლის ანალიზის აღებაზე უარს ამბობენ.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11 დეკემბერს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან 800-მდე რეპატრიანტის ჩასვლა - რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს საქართველოსთვის; საქართველოში დაკავებული უკრაინელების საქმე; უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საპროტესტო აქციები.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11 დეკემბერს, 11:30 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

11 დეკემბერს, 11:30 საათზე მედიაჰოლიდინგ „კვირას“ პრესკლუბში „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი სოსო შატბერაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ და „მემარცხენე ალიანსის“ პოზიცია; უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - შეუერთდება თუ არა „მემარცხენე ალიანსი“ საპროტესტო აქციებს.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11 დეკემბერს, 11:30 საათზე, გაეროს ეკოლოგ-ექსპერტი ხათუნა ახალაია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ტყვია ადამიანის ორგანიზმში; საკვები პროდუქტები და ის ნივთიერებები, რომლებიც ტყვიის ძირითადი წყაროა, თუმცა, სახელმწიფო კონტროლს არ ახორციელებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11 დეკემბერს, 12:00 საათზე, თელავის ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

11 დეკემბერს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: მაჩაბლის ქუჩა №11

ტელ : 599 58 00 01

11 დეკემბერს, 12:00 საათზე, „ლოლიტას“ საკონფერენციო დარბაზში საქართველოს პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირების კვლევის პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც მიწვეულნი არიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები.

მის: თამარ ჭოველიძის ქ. 7

11 დეკემბერს, 12:30 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში, SOLO -სა და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი პროექტის, გრანდიოზული საშობაო კონცერტის - The Sounds of Christmas-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის გამზ. №29

11 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში კობა დავითაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძის სარჩელის განხილვა გაიმართება.

11 დეკემბერს, 13:30 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11 დეკემბერს, 13:30 საათზე, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ საქართველოს მთავრობა მაღალმთანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის მთავარ მიმართულებებს წარადგენს. პრეზენტაციის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში მუნხტუია ალთანგერელი მიმართავენ.

მის: აკაკი წერეთლის გამზ. 118, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ მე-3 პავილიონი.

საკონტაქტო სოფო ჭიჭინაძე - 599 196907

11 დეკემბერს, 14:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

11 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე

და გენერალური დირექტორის მოადგილე ამირან შეროზია გაუძღვებიან.

მის: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათაო ოფისი, მეოთხე სართული

საკონტაქტო პირი: სოფო კვინტრაძე +(995 32) 2 27 27 27 (*2198); +(995 77) 78 70 10

11 დეკემბერს, 15:00 საათზე ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრის დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე გააკეთებს განცხადებას თემაზე: საქართველოში მიმდინარე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი შინამეურნეობათა კვლევა -მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა.

მის: თბილისი, კახეთის გზატკეცილიი 99

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03

11 დეკემბერს, 15:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11 დეკემბერს, 16:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ მე-5 სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

11 დეკემბერს, 16:00 საათზე, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მე-10 სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11 დეკემბერს, 17:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

11 დეკემბერს, 18:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“, გაიმართება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. 3.

11 დეკემბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნულ ფორუმზე JRC, როგორც ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ორგანიზაცია, გამართავს- 4 წუთიანი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას - ,,ევროპის დროზე გადასულები”. ფორუმს ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 300 დელეგატი ესწრება.

საკონტაქტო: ნათია კუპრაშვილი - 555 361 321

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა