გიორგი მარგველაშვილი -  რუსთაველის გამზირზე, ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს შვილები, ეძებენ სამართალს პროტესტის უკიდურესი ფორმით

სულ რამდენიმე ასეული მეტრის იქეთ, რუსთაველის გამზირზე, ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს შვილები, ეძებენ სამართალს და ეძებენ ამ სამართალს პროტესტის უკიდურესი ფორმით, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ მიღებაზე განაცხადა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. მისასალმებელ სიტყვაში გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასაც შეეხო.

„დღეს ადამიანის უფლებების დაცვის დღეა და ჩემი აზრით, ძალიან სასიკეთო მომენტია იმისთვის, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობა შევაჯამოთ.

რეალურად, სახელმწიფო არც იქმნება სხვა მიზნით, გარდა იმისა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები. ამ მიზნით, ამ არსით, ამ მოწოდებით შეიქმნა ადამიანების ერთობა, რომელსაც ესა თუ ის სახელმწიფო ჰქვია. თითქოს რისთვის გვინდა ჯარი. ჯარიც იმისთვის გვინდა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, დაიცვას ადამიანის სიცოცხლის უფლება. რისთვის გვინდა პოლიცია? იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანი. ნებისმიერი სტრუქტურა იქმნება და მოწოდებულია იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები. აქედან გამომდინარე მე დღეს გიზიარებთ არა მხოლოდ იმას, რასაც კლასიკურად ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი ჰქვია, არამედ დღეს აქ შეკრებილ ადამიანებს, ვისთანაც ერთად ამ წლების განმავლობაში ქვეყნის განვითარებისთვის გვიმუშავია, გიზიარებთ იმ მიზანს, რომელიც უზენაესია პოლიტიკისთვის და უზენაესია სახელმწიფოსთვის.

როდესაც ვსაუბრობთ ამ მიზანზე, სამწუხაროდ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ მიზნის მიღწევის გზაზე უაღრესად ბევრია გასაკეთებელი კონკრეტულად საქართველოში. ეს გასაკეთებელი სამწუხაროდ ყოველ ნაბიჯზეა. სულ რამდენიმე ასეული მეტრის იქეთ, რუსთაველის გამზირზე ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს შვილები, ეძებენ სამართალს და ეძებენ ამ სამართალს პროტესტის უკიდურესი ფორმით. ათეულობით კილომეტრის იქეთ ჩვენი თანამემამულენი გაყოფილი არიან ქვეყნის გულიდან საოკუპაციო ხაზით და იქ ადამიანის უფლებებს არღვევს ოკუპანტი სახელწმიფო,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს