ივანე მაჭავარიანი - ვებგვერდზე, რომელიც გაიხსნება, უკვე  400 ათასზე მეტი ფიზიკური პირის 600 ათასზე მეტი სესხის შესახებ ინფორმაცია აიტვირთება

“ვებგვერდზე, რომელიც გაიხსნება, უკვე 400 ათასზე მეტი ფიზიკური პირის 600 ათასზე მეტი სესხის შესახებ ინფორმაცია აიტვირთება”, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ამ ეტაპისთვის, სამმა მსხვილმა ბანკმა - „თიბისიმ“, „საქართველოს ბანკმა“ და „ლიბერთი ბანკმა“ უკვე გააფორმა ხელშეკრულებები, მანამდე კი ხელი მოეწერა მემორანდუმს, ბანკებსა და ონლაინ გამსესხებლებთან. ახლა უკვე საკუთრივ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, სადაც უფრო მეტი დეტალია ასახული. მთელი კვირის განმავლობაში, მუშავდებოდა მონაცემთა ბაზები. აქვე მნიშვნელოვანია, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა ბაზების დამუშავება და რამდენიმე ბანკი ჯერ კიდევ რიგშია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა