გიორგი მარგველაშვილი მიღებაზე მყოფ სტუმრებს - მადლობას მოგახსენებთ ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის

„მადლობას მოგახსენებთ ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. პატივი იყო თქვენთან ერთად ამ მიზნების სამსახური,"- ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ მიღებაზე განაცხადა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. მიღებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მოსამართლეები, პოლიტიკოსები, ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე იურისტები, ექსპერტები, მედიისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.

„ის მიღწევები, რომელიც უზრუნველყოფილია ამ დარბაზში მყოფი ადამიანებით, ეს არის ჰუმანური იდეების პოპულარიზაცია განსხვავებული კონფესიების მიერ; ეს არის დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის მცდელობა პოლიტიკური პარტიების მიერ; ეს არის სიმართლის მიწოდება საზოგადოებისთვის ჩვენი მედიის მიერ; ეს არის ადამიანის უფლებათა სტანდარტების მუდმივი შემეცნება, შესწავლა და საზოგადოებისთვის გაზიარება ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩვენი ომბუდსმენის მიერ. ეროვნული ბანკი, სემეკი, კონტროლის პალატა, საკონსტიტუციო სასამართლო და სხვადასხვა სტრუქტურები უზრუნველყოფენ კიდევ ერთხელ იმას, რომ სახელმწიფო ფუნქციონირებდეს იმ დანიშნულებით, იმ ერთადერთი მიზნით, რომლისთვისაც არსობრივად შეიქმნა სახელმწიფო - ინდივიდუალური მოქალაქის უფლების დაცვის სულისკვეთებით.

მე მადლობას მოგახსენებთ ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. პატივი იყო თქვენთან ერთად ამ მიზნების სამსახური. მადლობის კვალდაკვალ მინდა გთხოვოთ, ეს სულისკვეთება, ეს მზაობა იქნას არა მხოლოდ გაგრძელებული, არამედ გაღრმავებული. ამ გზაზე არ არსებობს საბოლოო წარმატება. ამ გზაზე არსებობს ჰორიზონტები, რომელსაც ჩვენ ვაღწევთ ხოლმე.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მე გზას დაგილოცავთ მომავალი წარმატებებისკენ,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს