ტერეზა მეიმ პარლამენტში „ბრექსითიზე“ 11 დეკემბრისთვის დაგეგმილი კენჭისყრა გადადო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ქვეყნის პარლამენტში 11 დეკემბრისთვის ევროკავშირთან „ბრექსითის“ შეთანხმების შესახებ დაგეგმილი კენჭისყრა გადადო. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

მეის განცხადებით, დოკუმენტს დიდი მხარდაჭერა ექნებოდა, ირლანდიის საზღვრების საკითხი რომ გადაწყვეტილი იყოს.

„ჩვენ რომ კენჭისყრა ხვალ ჩაგვეტარებინა, ეს გარიგება უარყოფილი იქნებოდა დიდი უპირატესობით“, - განაცხადა მეიმ და დასძინა, რომ გარიგების სისწორეში დარწმუნებულია.

მისი თქმით, აპირებს გადახედოს ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრების საკითხს „ბრექსითის“ მის ევროკავშირთან შეთანხმებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა