ირაკლი სესიაშვილი - მივესალმები ინიციატივას, რომ ინაუგურაციის ცერემონია  მაქსიმალურად მოკრძალებულად ჩატარდეს

მივესალმები ინიციატივას, რომ მაქსიმალურად მოკრძალებულად ჩატარდეს ინაუგურაციის ცერემონია, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, თელავი იძლევა საშუალებას, მინიმალური ხარჯებით, ღირსეულად ჩატარდეს ინაუგურაცია.

კითხვაზე, ინაუგურაციის ჩატარებით შესაძლოა თუ არა მოლბეს თელაველების გული, რომელთა უმრავლესობამ სალომე ზურაბიშვილს არ დაუჭირა მხარი, სესიაშვილი პასუხობს, რომ შესაძლოა.

„თელავში, მაქსიმალური რესურსის დაზოგვით შეგვიძლია, რომ შევქმნათ ის გარემო რაც ეკადრება პრეზიდენტსი ინაუგურაციას"- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა