გურამ კაშია - პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი ბევრად დიდი ჯილდოა, ვიდრე როგორც ფეხბურთელის და სპორტსმენის

„უბედნიერესი და გაოცებული ვარ. მართლა არ ველოდი ასეთ ჯილდოს. ძალიან ამაყი ვარ ჩვენი ქვეყნის და ხალხის,“ - ამის შესახებ ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვების შემდეგ განუცხადა.

„აქ რომ დამპატიჟეს, ამანაც გამაოცა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აქ შეიძლებოდა ვყოფილიყავი. დღეს პრეზიდენტმა დამაჯილდოვა. სიტყვები არ მყოფნის. ალბათ, ჩემი ოჯახი იამაყებს ჩემით და მეც ვამაყობ. ალბათ, ეს ჩემი ადამიანობისთვის გადმოცემული ჯილდოა და რაც ყველაზე საამაყოა, ეს ბევრად დიდი ჯილდოა, ვიდრე როგორც ფეხბურთელის და სპორტსმენის. დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. ძალიან ამაყი ვარ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის,“ - განაცხადა გურამ კაშიამ.

დღეს ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით ასევე დაჯილდოვდნენ: მეუფე ისაია, რეჟისორი თემურ ჩხეიძე, მეცნიერი ზურა კიკნაძე, რეჟისორი გელა კანდელაკი, მუსიკოსი მანანა მენაბდე, მხატვარი ლევან ჭოღოშვილი, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი, ნორვეგიელი მუსიკათმცოდნე სვენდ ვოგე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა