სოფელ ბანძაში, მესაფლავეებმა საფლავის გათხრისას  თიხის ქოთანი იპოვეს, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს და ვერცხლის მონეტები

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში მესაფლავეებმა საფლავის გათხრისას თიხის ქოთანი იპოვეს, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს და ვერცხლის მონეტები. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პირის ოჯახმა, რომელსაც მპოვნელებმა ნივთების ნაწილი გადასცეს, ოქროს და ვერცხლის ნივთები ადგილობრივ მუზეუმს გადასცა, სხვა ნაპოვნი ნივთები კი მპოვნელმა მოქალაქეებმა ქუთაისში გაყიდეს.

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლით დაიწყო, რაც ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ სრულად ამოღებულია ფულის სანაცვლოდ ჩაბარებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ასევე გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზის მიზნით ამოღებულია მუზეუმისთვის გადაცემული ნივთები. ყველა ნივთი ამ დროისთვის დაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარეობს კონსულტაციები კულტურის სამინისტროსთან, რათა სათანადო ექსპერტიზის მეშვეობით დადგინდეს ნაპოვნი ოქროსა და ვერცხლის ნივთების დათარიღებისა და შეფასების საკითხი. ასევე ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიურ საგამოძიებო მოქმედებები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა