საქართველოს მთავარ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორებმა სტუდენტებს უმასპინძლეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროკურორებმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს საქმიანობის, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრაზე განიხილეს წამებისა და არასათანადო მოპყრობის, ტრეფიკინგის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, ასევე ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახურ დანაშაულებზე არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

„ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრის ბოლოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ,,ილაპარაკე“ ჩვენება და განხილვა მოეწყო. სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

1950 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. საქართველოს პროკურატურისთვის ადამიანის უფლებების დაცვა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით საზოგადოებრივი პროექტების განხორციელება და ახალგაზრდა თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება,“ - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს