სალომე ზურაბიშვილი - თუ გვინდა აღიარებული ვიყოთ, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ როცა არჩევნები წაგებულია, უნდა აღიარო ის, ვინც გაიმარჯვა

„თუ ჩვენ გვინდა, რომ აღიარებული ვიყოთ, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ როცა არჩევნები წაგებულია, უნდა აღიარო ის, ვინც გაიმარჯვა არჩევნებში,“ - ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანას. ზურაბიშვილის თქმით, ის ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

„მე ამაზე არაფერს არ ვპასუხობ. არჩევნები აღიარებულია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. 16 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია. თუ ჩვენ გვინდა, რომ აღიარებული ვიყოთ, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ როცა არჩევნები წაგებულია, უნდა აღიარო ის, ვინც გაიმარჯვა არჩევნებში,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ინაუგურაციას, არჩეული პრეზიდენტისთვის ცერემონიასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. მისი თქმით, ინაუგურაციასთან დაკავშირებული გეგმა ყოველდღიურად იცვლება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჯერჯერობით არც ის არის დაზუსტებული, რომელი ქვეყნების პირველი პირები დაესწრებიან ცერემონიას. სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები ჩამოვლენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა