ზესტაფონში, მერიასთან აქცია გაიმართა

ზესტაფონში, მერიასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მერის გადადგომა მოითხოვეს.

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის თქმით, მერის კახა მახათაძის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მისი მტკიცებით, გამოძიება ქერქული ნარჩენების მიტაცებისა და თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლების გამო მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები კახა მახათაძეს დაკავებული თანამდებობის დასატოვებლად ორკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში 200–მდე მხარდამჭერთან ერთად მერიის შენობის პიკეტირებას აანონსებენ.

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია რამდენიმე თვის წინაც გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, მერმა წასასვლელად გარკვეული ვადა მოითხოვა. მერიაში კი მსგავს შეთანხმებას არ ადასტურებდნენ.

აქციის მონაწილეებმა პროკურატურასთან გადაინაცვლეს. მოქალაქეები პროკურატურის შენობაში შევიდნენ და დაინტერესდნენ, რატომ არ ხდება რეალური გამოძიება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო