საქართველოში მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება

საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ დღეს საქართველოს მთავრობა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის მთავარ მიმართულებებს წარადგენს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაეროს განვითარების პროგრამიდან (UNDP) აცნობეს,

სტრატეგიის პროექტის ავტორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართავენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში მუნხტუია ალთანგერელი

ღონისძიებაზე სიმბოლურად დააჯლდოვებენ მაღალი მთის მაცხოვრებლებს, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ მთიანი რეგიონების განვითარებაში. ასევე, გაიმართება მაღალმთაში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

„მთის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 2003 წელს დაწესდა, მაგრამ საქართველო მას პირველად აღნიშნავს. საერთაშორისო დღის მიზანია მთის საკვანძო როლის აღიარება ჩვენი პლანეტის გადარჩენისათვის აუცილებელი ეკოსისტემისა და მომსახურების შექმნაში, და იმ ეკოლოგიურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე მსჯელობა, რომელთა გადაწყვეტაზე დამოკიდებულია მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარება.

მთის საერთაშორისო დღის წლევანდელი თემა, #MountainsMatter #მთავარიამთა, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სწორედ მთა წარმოადგენს წყლის, საკვებისა და სუფთა ენერგიის წყაროს, რომელსაც დედამიწის მოსახლეობის ნახევარი მოიხმარს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა