საფრანგეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილება მიიღო ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ტელემიმართვაში განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის იანვრიდან მინიმალური შრომითი ანაზღაურება თვეში 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პენსიონერებისთვის, ვინც თვეში 2000 ევროზე ნაკლებს იღებს, გადასახადები გაუქმდება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დამსაქმებლები არ დაიბეგრებიან იმ პრემიების გაცემის გამო, რომლებსაც ისინი თანამშრომლებს გადაუხდიან წლის ბოლოს.

ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში შეხვდება მსხვილი ბიზნესისა და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა აღნიშნული ცვლილებები განიხილოს.

აღსანიშნავია, რომ მაკრონმა უარი განაცხადა სიმდიდრეზე გადასახადის დაწესებაზე, რასაც საპროტესტო აქციებისას მოითხოვდნენ „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წარმომადგენლები.

„ჩვენ ეკონომიკურ და სოციალურ საგანგებო მდგომარეობას მტკიცე ზომებით ვუპასუხებთ, შევამცირებთ გადასახადებს, გავაკონტროლებთ ხარჯებს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო: ემანუელ მაკრონი მოსახლეობას მინიმალური ხელფასის 100 ევროთი გაზრდას დაჰპირდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა