თბილისში „ჰილტონის“ ახალი სასტუმრო 2021 წელს გაიხსნება

სასტუმროების ცნობილი ბრენდი კავკასიის რეგიონში ქსელის გაფართოებას განაგრძობს.

სასტუმროების ქსელი „ჰილტონსა“ და შპს „კიტ 2016-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2021 წელს დედაქალაქში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ახალი, გამორჩეული დიზაინის სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერსაიდი“ გაიხსნება.

161-ნომრიანი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერსაიდი“ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, უნივერსიტეტების, სამინისტროებისა და სხვა მნიშვნელოვანი და მსხვილი კორპორაციების სათავო ოფისების სიახლოვეს, იალბუზის ქ. 17-ში აშენდება. ნომრები შთამბეჭდავი ხედებით, მაღალი კლასის რესტორანი და ბარი, ასევე ფიტნესცენტრი და 2 საკონფერენციო დარბაზი სტუმრებს განსაკუთრებულ მომსახურებას შესთავაზებს.

პატრიკ ფიტზგიბონი, ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებში „ჰილტონის“ ბიზნეს-განვითარების მენეჯერი, უფროსი ვიცე პრეზიდენტი:

„2017 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში ტურისტების რაოდენობამ 20%-ით მოიმატა და 7,5 მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში მიმდინარე ახალმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, მათ შორის ყარსი-თბილისი-ბაქოს რკინიგზის პროექტმა, ხელი შეუწყო რეგიონის მასშტაბით კომუნიკაციების გაძლიერებას, რაც გულისხმობს ქვეყანაში ტურისტების შემოდინების ტენდენციის კიდევ უფრო გაზრდას. საქართველოში ჩვენი სასტუმროების ქსელის გაფართოებისთვის ახლა ძალიან ხელსაყრელი პერიოდია და ველით 2021 წელს, როცა ქვეყნისა და დედაქალაქის ვიზიტორებს ახალ სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერსაიდში“ ვუმასპინძლებთ.

საქართველო ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქვეყნად ყალიბდება. 2017 წლის სტატისტიკის მიხედვით საგრძნობლად მოიმატა ვიზიტორების რაოდენობამ არა მხოლოდ მეზობელი, არამედ დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდანაც. თბილისის განსაცვიფრებელი პეიზაჟები, ღამის გასართობი ადგილები, კულტურული მემკვიდრეობა და ისტორიული ძეგლები ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს.“

გიორგი ბერიანიძე, შპს კიტ 2016 დირექტორი: „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერსაიდი“ ჩვენი კომპანიისთვის პირველი სასტუმროა და ვამაყობთ, რომ სადებიუტო პროექტს ტურიზმის ბიზნესის ფარგლებში ვახორციელებთ „ჰილტონთან“ ერთად.

ჩვენი დედაქალაქი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზეა, რეკორდულად იზრდება ვიზიტორების რაოდენობა. დიდი იმედებით ველოდებით „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერსაიდის“ გახსნას. გვჯერა, სასტუმრო ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და თბილისი კავკასიის მასშტაბით ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა“.

„ჰილტონის“ სასტუმროების ქსელი ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნის დედაქალაქშია წარმოდგენილი. „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერსაიდის“ გახსნა კომპანიის განვითარების სტრატეგიის ნაწილია, რაც გულისხმობს კონტინენტის ყველა მნიშვნელოვან ქალაქში ბრენდის სასტუმროს წარმოდგენას. დღეისათვის თბილისში უკვე მიმდინარეობს ქსელის ორი სასტუმროს მშენებლობა. „ჰილტონ თბილისისა“ და „ჰილტონ გარდენს ინნ თბილისი ჭავჭავაძის“ გახსნა 2019-2020 წლებშია დაგეგმილი.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა