პაატა ბურჭულაძის ადვოკატი - იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს მიერ კობა დავითაშვილს ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა დაეკისრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში კობა დავითაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძის სარჩელის განხილვა გაიმართება.

პაატა ბურჭულაძის ადვოკატის მარიამ ჩიქოვანის განცხადებით, მომღერლის წინააღმდეგ მეორე წელია მიმდინარეობს წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანია. კერძოდ, მისი თქმით, კობა დავითაშვილმა "ტვ პირველის" ეთერით, გადაცემაში „რეაქცია“ საჯაროდ დასდო ბრალი პაატა ბურჭულაძეს ფონდ „იავნანაში“ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საქველმოქედო მიზნებით შემოსული თანხების მოპარვაში.

„იმედი გვაქვს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს და კობა დავითაშვილს დაეკისრება ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია. სწორედ ერთი ადამიანის ღირსების დასაცავად, შესაძლებელია, შეიზღუდოს მეორე ადამიანის გამოხატვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო პირებთან მიმართებაში ე.წ. „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები ფართოა, ის არ შეიძლება გადავიდეს მეორე ადამიანის პატივისა და ღირსების ხელყოფაში. სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ავრცელებდე ცილისმწამებლურ განცხადებებს და მტკიცებით ფორმაში საუბრობდე, რომ ადამიანი დამნაშავეა და შეგნებულად არღვევდე უდანაშაულობის პრეზუმფციას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ცილისწამებას შესაბამისი სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება“ , - განაცხადა მარიამ ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა