გია ვოლსკი - საქართველოში ელჩის დანიშვნა აშშ-ს მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა და მასზე გადაწყვეტილებაზე ქართულ მხარეს არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ იმოქმედოს

საქართველოში ელჩის დანიშვნა არის აშშ-ს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებაზე ქართულ მხარეს არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ იმოქმედოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ Foreign Policy-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩობის კანდიდატი ბრიჯიტ ბრინკსი დაბლოკა.

ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს პოლიტიკური პარტნიორია და არც ერთ საკითხზე არანაირი გაუგებრობა არ შეიძლება არსებობდეს.

“რაც მთავარია, Foreign Policy არ არის ოფიციალური სტრუქტურების ბეჭდვითი ორგანო. იქ ექსპერტები თავიანთ მოსაზრებებს ხშირად წერენ და ამ შემთხვევაში ეს მოსაზრება ძალიან შორს არის სინამდვილიდან - არც ქართული მხარე და არც ამერიკული მხარე არ ადასტურებს, რომ შესაძლოა ქართულ მხარეს ჰქონდეს რესურსი და იმის ნება, რომ აშშ-ს მიერ დანიშნული ელჩი ან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება დაბლოკოს. ეს სტატია და მოსაზრებები სინამდვილისგან ძალიან შორს არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

Foreign Policy-ის ჟურნალისტები რობი გრამერი და ემი მაკინნონი წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკული მხარე საქართველოში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე ბრიჯიტ ბრინკსს განიხილავდა, თუმცა რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად მიიჩნევდა. FP წერს, რომ მისი წყაროები როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ოფიციალური პირები არიან ვაშინგტონში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო