თბილისის მერიამ საკრებულოში  2019 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი შეიტანა

საკრებულოში თბილისის მერიამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი შეიტანა, რომელიც 927 631 500 ლარს შეადგენს.

როგორც საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადამუშავებული ვარიანტი პირველ ვარიანტთან შედარებით 56 000 000 ლარითაა გაზრდილი.

ზარქუას თქმით, გადამუშავებულ ვარიანტში საკრებულოს უმრავლესობის რეკომენდაციები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული.

"2019 წლის ბიუჯეტი შემდეგ მიმართულებებზე დაიხარჯება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და აღდგენა - 98 509 000 ლარი, ეს არაა საბოლოო ციფრი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩვენ დაახლოებით 170 000 000 ლარს ველოდებით და ჯამურად 212 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 2019 წელს საბოლოოდ გამოვცვლით იმ მახინჯ "ბოგდანებს", რომელიც არის იმ მახინჯი პოლიტიკური პარტიის სიმბოლო, ვინც თავის დროზე მილიონები გადაყარა და შემოიყვანა ე.წ. ყვითელი "ბოგდანები". მეორე მიმართულებაა ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, სადაც 211 000 000 ლარი დაიხარჯება, აქ ბიუჯეტი დაახლოებით 37 000 000 ლარზე მეტითაა გაზრდილი" , - განაცხაა ზარქუამ.

მისივე თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში 2019 წელს 88 558 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო გამწვანების მიმართულებით 6 000 000 ლარითაა თანხა გაზრდილი. დეპუტატის თქმით, ბიუჯეტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების მიმართულებით 20 648 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

"2019 წელს დედაქალაქის მოსახლეობისთვის ყველა პრიორიტეტული სოციალური პროგრამა იქნება დაფინანსებული, მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებით ისეთი პროგრამების დაფინანსება, როგორიცაა ზურგის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია და სხვა", - განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, ზრდა არის ასევე განათლების მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა,

წინა ხელისუფლების პერიოდში გაყიდული ბახტრიონის კორტები მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა და დეპუტატმა მადლობა გადაუხადა იმ ბიზნესმენებს, ვინც აღნიშნულ საკითხს გაგებით მოეკიდა.

იხილეთ ვიდეო: თბილისის მერიამ საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი შეიტანა

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა