ხათუნა თოთლაძე -  ინაუგურაციაზე რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის და საგარეო უწყების  ხელმძღვანელის ჩამოსვლაზე დადასტურება უკვე გვაქვს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურ თბილისს უკვე აქვს დადასტურება პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის და საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე გააკეთა განმარტება , მუშაობა მიმდინარეობს სტუმრებთან დაკავშირებით და როცა საბოლოო დადასტურება იქნება, აუცილებლად გახდება ცნობილი მედიისთვის.

„იმ სტუმართა ჩამონათვალი, რაც გუშინ მინისტრმა გააჟღერა, ძალაშია, თუ რაიმე დაემატება, აუცილებლად შეიტყობთ. უშუალოდ პრეზიდენტებზე მუშაობა მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება მაღალი დონის დელეგაციებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან გვაქვს დადასტურება, რომ პარლამენტის თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების და საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლასთან დაკავშირებით", - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

იხილეთ ვიდეო: უცხოური დელეგაციების სია ზუსტდება - ვინ დაესწრება პრეზიდენტის ინაუგურაციას

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა