გია ვოლსკი- სააკაშვილმა თავის გეგმებზე საუბრით სერიოზულად შეარყია “ნაცმოძრაობისა“ და ზოგადად ოპოზიციის რენომე და ავტორიტეტი საერთაშორისო დონეზე

მიხეილ სააკაშვილმა თავის უკომპრომისო გეგმებზე საუბრით სერიოზულად შეარყია “ნაციონალური მოძრაობისა“ და ზოგადად ოპოზიციის რენომე და ავტორიტეტი საერთაშორისო დონეზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით, მნიშვნელოვნად განელდა ინტერესი როგორც სააკაშვილის პიროვნების, ასევე პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.

მიხეილ სააკაშვილის გამოხტომები, განცხადებები, შეძახილები არის სწორედ ის ფაქტორი, რომელმაც პარტიას, როგორც პოლიტიკურ ძალას, საერთაშორისო დონეზე საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა. ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება, რადგან მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პოზიციას არ შეიცვლის. მისი გამონათქვამები არის ანტისახელმწიფოებრივი, ხალხისა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული და თავადაც კარგად იცის, რომ ამის რეალიზაცია საქართველოში შეუძლებელია - დესტაბილიცაზია არის სააკაშვილის მთავარი ლოზუნგი, რისკენაც ის მოუწოდებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა