აბუ-დაბიში პოლიციელები პატრულირებას აქლემებით დაიწყებენ

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში პოლიციელები პატრულირებას აქლემებით დაიწყებენ.

როგორც ადგილობრივი გამოცემა Gulf News იუწყება, აქლემების პატრული სპეცპატრულირების დეპარტამენტის შემადგენლობაში იქნება.

„ჩვენ ვცდილობთ აბუ-დაბის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და განვაგრძობთ ყველა შესაძლო საშუალებების გამოყენებას, რათა გავაძლიერთ დაცულობის დონე“, - განაცხადა აბუ-დაბის პოლიციის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა მოჰამედ ხალფან ალ-რუმეიტთიმ.

მისივე თქმით, ეს სიახლე ხელს შეუწყობს საამიროს ტრადიციების შენარჩუნებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო