ქაბულიდან მოშორებით მომხდარი აფეთქების შედეგად ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის სულ მცირე ოთხი თანამშრომელი დაიღუპა

ავღანეთში, ქაბულიდან მოშორებით მომხდარი აფეთქების შედეგად, ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის სულ მცირე ოთხი თანამშრომელი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Tolo News ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა ექვსი ადამიანი.

როგორც ავღანური მედია იუწყება, სამხედროების კოლონას ავტომობილი შეეჯახა. ავტომობილს, რომელსაც ტერორისტი მართავდა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

ამ მომენტისთვის, აღნიშნულ ტერაქტზე არცერთ ტერორისტულ ან რადიკალურ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.

იხილეთ ვიდეო: ავღანეთში აფეთქების შედეგად ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის ოთხი თანამშრომელი დაიღუპა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს