დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტის იქნება თუ პრემიერის, ვემხრობი სარეზერვო ფონდების გაუქმებას

მომხრე არ ვარ იმ ტიპის სარეზერვო ფონდების, იქნება ეს პრეზიდენტის, პრემიერის თუ სხვა, რომელსაც არ ახლავს ძალიან მკაფიო ჩამონათვალი, თუ რისთვისაა ეს გამიზნული, ამიტომ ვემხრობი სარეზერვო ფონდების გაუქმებას, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების დროს კანონში შევიდა ცვლილება და ჩამონათვალი და „წაიშალა“, თუ რისთვის უნდა დახარჯულიყო სარეზერვო ფონდიდან თანხები, რის შემდეგაც უსუფაშვილის შეფასებით, „საქმე მახინჯად წავიდა“.

„მე, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით ვამბობდი, რომ 1 წელი სარეზერვო ფონდს მოვახმარ სხვადასხვა სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დახმარების პროგრამების დახვეწას და შემდგომ თავად დავაყენებ საკითხს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებაზეთქო. ზოგადად, არ ვარ მომხრე იმ ტიპის სარეზერვო ფონდების, იქნება ეს პრეზიდენტის, პრემიერის, რომელსაც არ ახლავს ძალიან მკაფიო ჩამონათვალი, თუ რისთვისაა ეს გამიზნული. სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებით, შევარდნაძის დროს იყო ჩანაწერი, რას უნდა მოხმარდეს სარეზერვო ფონდები. ეს იყო სტიქიური უბედურებები და სხვა გაუთვალისწინებელი, გადაუდებელი ხარჯები. მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოს საქართველომ დააკისრა 100 ათასი ლარის გადახდა, ეს შეუძლებელია ბიუჯეტში წინასწარ გვეწეროს. მიზნობრიობა იყო დადგენილი. სააკაშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, სარეზერვო ფონდებიდან დაიწყო ყველა შესაძლო ხარჯის გასტუმრება. მაშინდელმა არასამთავრობო სექტორმა ამაზე ატეხა ერთი ამბავი. მათ კანონში წაშალეს ჩამონათვალი, რისთვის უნდა დაიხარჯოს ფონდი, ანუ, სრული თავისუფლება მიეცათ. იმ დროიდან მახინჯად წავიდა ეს საქმე. მე მომხრე ვარ ამ ფონდების გაუქმების“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც ცნობილია, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მცირდება, სარეზერვო ფონდი კი, მთლიანად უქმდება.

იხილეთ ვიდეო: დავით უსუფაშვილი სარეზერვო ფონდების გაუქმებას ემხრობა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო