ანზორ ჩუბინიძის ინფორმაციით, ინაუგურაციის შემდგომ პრეზიდენტის ათონელის რეზიდენცია მზად იქნება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ინაუგურაციის შემდგომ პრეზიდენტის ათონელის რეზიდენცია მზად იქნება, თუმცა ტექნიკური სამუშაოები შესაძლოა სრულად არ იყოს დასრულებული. რაც შეეხება ხარჯებს და იმ საკითხს, რომ უკვე გარემონტებულ რეზიდენციას კვლავ დასჭირდა რემონტი, ანზორ ჩუბინიძემ განმარტა, რომ "ეს იყო კოსმეტიკური რემონტი", ხოლო ხარჯებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ზეპირად არ ფლობს.

„თანხები ზეპირად ზუსტად არ ვიცი. ნამდვილად არ მახსოვს. ვფიქრობ, რომ გარკვეული ეტაპისთვის პრეზიდენტის რეზიდენცია იქნება მზად, რომ პრეზიდენტი შევიდეს და იმუშაოს, თუმცა, ალბათ, ტექნიკური სამუშაოები შესაძლოა იყოს კვლავ გასაკეთებელი. ვფიქრობ, განწყობა ისეთია, მიუხედავად ყველაფრისა, არ არის იმის აუცილებლობა, რომ რაღაც დავაჩქაროთ და სიჩქარეში რაიმე გაფუჭდეს, პრეზიდენტი შევა და მას მუშაობის საშუალება ექნება, თუმცა შესაძლებელია რაიმე ტექნიკური სამუშაო გაგრძელდეს", - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უკვე იცავს რეზიდენციას.

შეგახსენებთ, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციის ნაცვლად მუშაობას ათონელის რეზიდენციაში დაიწყებს.

იხილეთ ვიდეო: ანზორ ჩუბინიძე - ინაუგურაციის შემდგომ პრეზიდენტის ათონელის რეზიდენცია მზად იქნება

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა