დიმიტრი ცქიტიშვილი - იმ ადამიანს, ვისაც დანიშნავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ელჩად, ბუნებრივია, საქართველო მიიღებს

იმ ადამიანს, ვისაც დანიშნავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ელჩად, ბუნებრივია, საქართველო მიიღებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" Foreign Policy-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს არ აქვს მექანიზმი აშშ-ს ელჩის კანდიდატურა დაუბლოკოს.

"ზოგადად საუბარიც კი უხერხულია ამაზე. ეს საკითხი ეხება სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ჩვენს ურთიერთობას. არც არის მექანიზმები და რომც იყოს, ამის გამოყენება უხერხულიც არის. იმ ადამიანს, ვისაც დანიშნავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ელჩად, ბუნებრივია, საქართველო მიიღებს. ასეთი შემთხვევები შესაძლოა, მოხდეს ისეთ ქვეყნებს შორის, როგორიც არის საქართველო-რუსეთი, თუმცა როდესაც სტრატეგიულ პარტნიორს ეხება საკითხი, გამორიცხულია ასეთ რამეზე საუბარი",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ Foreign Policy-ის ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკული მხარე საქართველოში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე ბრიჯიტ ბრინკსს განიხილავდა, თუმცა რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად მიიჩნევდა. FP წერს, რომ მისი წყაროები როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ოფიციალური პირები არიან ვაშინგტონში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს