ირაკლი ზარქუა - ბაღის მასწავლებლებისთვის 2019 წელს ხელფასის გაზრდა ვერ ხერხდება

საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ბაღის მასწავლებლების ხელფასის ზრდა ვერ ხერხდება.

დეპუტატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე 2019 წლის დედაქალაქის ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკრებულოს ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ბაღის მასწავლებლების ხელფასის ზრდა, თუმცა, არსებობს ზღვრული ჭერი, სადაც მიმდინარე სოციალური ხარჯები არის შესული და იმის ზემოთ ვერ ადის მინუციპალიტეტი.

"ბაღის მასწავლებლებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მცდელობა, თქვენ იცით, რომ ერთ-ერთ რეკომენდაციაში შედიოდა. თუმცა, ამ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა, რადგან ჩვენ გვაქვს ზღვრული ჭერი, სადაც მიმდინარე სოციალური ხარჯები არის შესული და იმის ზემოთ ვერ ავდივართ. ესაა საერთაშორისო ნორმით განსაზღვრული და სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ამ მოცემულობის მძევლები ვართ", - განაცხადა ზარქუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა