დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა დაიწყო.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ახალი საახალწლო განათებები რუსთაველის, თამარაშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, ბარათაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებზე დამონტაჟდება.

რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე თავის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია სრულად განახლდება - დამონტაჟდება ახალი განათებები და მგონია, რომ მოსახლეობა კმაყოფილი დარჩება. დასრულებული სამუშაოების ნახვა უკვე რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი, თუმცა ვფიქრობ, განათება საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვა. დედაქალაქის მოსახლეობას ვპირდებით, რომ საახალწლო განწყობას შევუქმნით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღემდე, „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს თბილისის გარეუბნებში ახორციელებდა. აღნიშნულ უბნებში უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს, ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული.

მათივე ცნობით, რუსთაველის, თამარაშვილი-ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, ბარათაშვილის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე ფლეშ სტრინგებთან ერთად, ანგელოზის 3D, დასადგმელი, ფარდა და სხვა სახის დეკორაციები დამონტაჟდება. რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე არსებულ წმინდა გიორგის მონუმენტს, თბილისის მერიის ინფორმაციით, ის წელსაც განათებებით მოირთვება, რომელსაც ანგელოზის 2D დეკორაცია და „ფლეშ სტრინგები“ დაემატება.

ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო