კახა კალაძე - თუ ოპოზიციას ბიუჯეტთან დაკავშირებით აქვს შენიშვნები, რომლებიც აზრს მოკლებული არ არის, ჩვენ მზად ვართ, გავითვალისწინოთ

დედაქალაქს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საკრებულო, რომელიც სწორად გეგმავს ბიუჯეტს და აცნობიერებს იმ საჭიროებებს, რომელიც სჭირდება დედაქალაქს, -ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის ბიუჯეტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ ოპოზიციას ექნება ისეთი შენიშვნები, რომელიც არ იქნება აზრს მოკლებული, მერია გაითვალისწინებს.

"უფასო სასადილოებზე ჩვენ გავზარდეთ დაფინანსება. ეს რომ გამოვაცხადეთ, ამის შემდეგ დაიწყო ოპოზიციამ საუბარი, უნდოდათ რომ მიეწერათ, თუმცა, ამას არანაირი მნიშვენლობა არ აქვს. დედაქალაქს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საკრებულო, რომელიც სწორად გეგმავს ბიუჯეტს, აცნობიერებს იმ საჭიროებებს და ვალდებულებებს, რომელიც სჭირდება დედაქალაქს და მის მოსახლეობას. თუ მათ აქვთ შენიშვნები, რომლებიც აზრს მოკლებული არ არის, ჩვენ მზად ვართ, გავითვალისწინოთ",- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიამ 10 დეკემბერს, საკრებულოში დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შეიტანა. ბიუჯეტი პირველ ვარიანტთან შედარებით 56 000 000 ლარითაა გაზრდილი და ჯამში 927 631 500 ლარს შეადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა