ანა ნაცვლიშვილი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასწრებაზე- პრეზიდენტი მოწოდებულია, იმოქმედოს არა პირადი მოსაზრებით, არამედ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე

პრეზიდენტი მოწოდებულია, რომ იმოქმედოს არა პირადი მოსაზრებით, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, დაესწრება თუ არა გიორგი მარგველაშვილი არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას.

მისივე თქმით, მიმდინარეობს პროტოკოლის სამსახურებს შორის მუშაობა დეტალებზე და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი.

„რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას, შემიძლია გითხრათ, რომ მან მიიღო მოწვევა. პროტოკოლის სამსახური მუშაობს კონკრეტულ საკითხებზე და როცა ეს დეტალები გადაწყდება, ამის შემდეგ გახდება ცნობილი პრეზიდენტის დასწრების და კონკრეტული ფუნქციის შესახებ. როგორც ხედავთ, პრეზიდენტი, ისევე როგორც გასული ხუთი წლის განმავლობაში, მოწოდებულია, რომ იმოქმედოს არა პირადი მოსაზრებით, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. პროტოკოლებს შორის მიმდინარე მუშაობა, იმედია, იქნება კონსტრუქციული. იმედია, ორივე მხარე სასარგებლო ინფორმაციამდე მივა და ამის შემდეგ იქნება ცნობილი გადაწყვეტილება. პრეზიდენტის განწყობა მუდმივად იყო და ახლაც არის, რომ ისე მოიქცეს, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მაღალი პასუხისმგებლობა მას ავალდებულებს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე მიმდინარეობს მსჯელობა და მნიშვნელოვანია, რომ ამ კონკრეტულ დეტალებზე კონსტრუქციული შეთანხმება მოხდეს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: დაესწრება თუ არა მარგველაშვილი ზურაბიშვილის ინაუგურაციას

ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.02.2020
ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა
JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია
სამშენებლო პროექტი - იდეიდან უძრავ ქონებამდე
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ