ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას, დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„სატელეფონო საუბრის მთავარი თემა ქერჩის სრუტეში არსებული სიტუაცია იყო. კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ზომების მიღება, რომელიც ქერჩის სრუტეში შეუფერხებელ ნაოსნობას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

გარდა ამისა, ანგელა მერკელმა რუსეთს მოუწოდა 24 დაკავებული უკრაინელი მეზღვაური გაათავისუფლოს.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდნენ, თუმცა „ეფ ეს ბე“-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა. 24 უკრაინელი მეზღვაური რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. მათ ბრალი წაუყენეს რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადალახვის მუხლით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა