პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ ცვლილებებს აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო მეთაურს დაცვა სიცოცხლის ბოლომდე აღარ შეუნარჩუნდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ აპროტესტებს “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს, რომლის ერთ-ერთი სიახლე ისაა, რომ სახელმწიფო მეთაურს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომე აღარ შეუნარჩუნდება.

კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ წარუდგინა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი ცვლილებებს არ ეთანხმება და ეს არის “იმ სამწუხარო ტენდენციის გაგრძელება, რომელსაც წლებია ინსტიტუტის შელახვისა და დაკნინების მიმართულებით ვუყურებთ“.

“ჩვენ ქვეყანაში წლების განმავლობაში ვხედავთ თანმიმდევრულ, მიზანმიმართულ და კარგად გააზრებულ საკანონმდებლო პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებების შეკვეცისა და მთლიანად წაღებისაკენ არის მიმართული. ვხედავთ ნაბიჯების გადადგმას, რომ ამ მნიშვნელოვანი პოზიციის უფუნქციობას გაესვას ხაზი. ეს საკანონმდებლო ინიციატივა ზუსტად ჯდება ამ კონტექსტში. ერთ-ერთი ბოლო საკანონმდებლო ცვლილებება, რომელიც განხორციელდა არის ის, რომ სახელმწიფოს მეთაურს სახელმწიფო ჯილდოს მინიჭების უფლებამოსილება აღარ დაუტოვეს, თუ ამაში პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე არ ჩაერევა. ამ თანმიმდევრულობითა და პრინციპულობით საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნისთვის საჭირო საკითხებზე რომ ეზრუნა, ალბათ, ცოტა უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

მისივე შეფასებით, არის სერიოზული საკითხები, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ მომზადებულ კანონპროექტში გააზრებული არ არის.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ სახელწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდებათ. ერთი წლის გასვლის შემდეგ კი, აღნიშნულ პირებს სახელმწიფო დაცვა მთავრობის გადაწყვეტილებით გაუგრძელდებათ, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ ცვლილებებს აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო მეთაურს დაცვა აღარ შეუნარჩუნდება

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში