პოლიციაში დაკითხვაზე იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის კიდევ ერთი მონაწილე, გურამ ფალავანდიშვილი დაიბარეს

სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხზე მორატორიუმის დაწესების მოთხოვნით იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ზვიად ტომარაძის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა დაკითხვაზე აქციის კიდევ ერთი მონაწილე გურამ ფალავანდიშვილი წაიყვანეს.

როგორც ტომარაძემ აქციაზე განაცხადა, პოლიციამ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ფალავანდიშვილი აქციას დაუბრუნდება.

"იმედი მაქვს, როგორც შსს-ს, ასევე ხელისუფლების სხვა ორგანოებს ეყოფა კეთილგონიერება და ამ საკითხს სრული სერიოზულობით მოეკიდება. გააანალიზებს და არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე სამართლებრივი პრობლემა შეექმნას ხალხს, რომელიც იცავს ქართულ მიწას", - განაცხადა ტომარაძემ.

სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხზე მორატორიუმის დაწესების მოთხოვნით იუსტიციის სახლთან აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს