მეცნიერებს  2018 წლის კონკურსში გამარჯვებულთა ჯილდო გადაეცა

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების რექტორები, კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების ხელმძღვანელები.

ამასთან, ჯილდო გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულ მეცნიერებსა და მეცნიერთა ჯგუფებს: ზურაბ გუგუჩია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერი; ეთერ ქემერტელიძის ჯგუფი - სიცოცხლის შემსწავლელ, ჯანდაცვის, აგრარულ მეცნიერებებში მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი; მაქსიმ იავიჩი - ტექნოლოგიებსა და საინჟინრო მეცნიერებებში მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი; ვახტანგ ჭარაია - სოციალური და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;

ასევე, წამახალისებელი სიგელებით დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში: ელინა ბაქრაძე - საქართველოს შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი; მაია სვანაძე - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;

თენგიზ ვერულავა, იაგო კაჭკაჭიშვილი, რევაზ ჯორბენაძე და ლეილა კარიმი - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი; ომარ მუკბანიანი, ჯიმშერ ანელი, თამარ თათრიშვილი და ელიზა მარქარაშვილი -სიცოცხლის შემსწავლელ, ჯანდაცვის, აგრარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა