„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, „ანაკლია სითისა“ და ,,საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, „ანაკლია სითისა“ და ,,საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გამართულ შეხვედრას დაესწრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე და ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია.

ამასთან, ანაკლიის პორტისა და ანაკლია სითის პროექტის დამფუძნებლებმა დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრებს მიმდინარე სამუშაოების პროგრესი და სხვა სიახლეები გააცნეს.

დისკუსია გაიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინტერესი შეიძლება გამოიკვეთოს ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონისა და პორტის პროექტის ფარგლებში დისტრიბუტორებისთვის და როგორ შეიძლება ეს პროექტი მათ თავიანთი საქმიანობის გაფართოებისათვის გამოიყენონ.

“ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა“ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება სრულად ინტეგრირებული. ეს იქნება ერთიანი თავისუფალი საბაჟო ზონა, რომელიც იდეალურ პლატფორმას შემოგვთავაზებს ლოგისტიკის ბიზნესის, საბითუმო ვაჭრობის, ელექტრონული კომერციის, მსუბუქი მრეწველობისა და რეექსპორტის საქმიანობისათვის“,- განაცხადა “ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, შეხვედრის შემდეგ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, „ანაკლია სითისა“ და ,,საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„წამყვანი ბრიტანული კომპანია „BuroHappold Engineering“ ასრულებს ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების გეგმის კვლევას, ეკონომიკური ზონის ანალიზსა და კონცეპტუალური მასტერპლანის შედგენას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა