რომან კაკულიას აზრით, კარგი იქნება თუ ბიზნესომბუდსმენი პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, პარლამენტის დაქვემდებარებაში იქნება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას აზრით, ბიზნესომბუდსმენის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდისთვის კარგი იქნება, თუ ის პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, პარლამენტის დაქვემდებარებაში იქნება.

როგორც კაკულიამ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის ამ თემაზე დისკუსიის დაწყებას აპირებს.

“ბიზნესომბუდსმენის დამოუკიდებლობის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება თუ ის უშუალოდ მთავრობის დაქვემდებარებაში არ იქნება. ჩემი აზრით და, ამაზე მსოფლიო შეთანხმებულია, რომ მაღალი ლეგიტიმაცია აქვს უფრო იმ ინსტიტუციებს, რომელიც არის პარლამენტრის დაქვემდებარებაში, ვიდრე მთავრობის დაქვემდებარებაში“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ რომან კაკულიამ.

ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე დანიშვნა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. ასევე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო