„ჩერნოვეცკის ფონდის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლს სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის სტუდენტები ესტუმრნენ

„ჩერნოვეცკის ფონდის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლს სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის სტუდენტები ესტუმრნენ და ბავშვებისათვის წარმოდგენა გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჩერნოვეცკის ფონდიდან“ აცნობეს, „ერთად მომავლისკენ“ კოლეჯის სტუდენტის ემილი გამბაროვას პროექტია, რომელმაც მოზარდებზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ბავშვები თავად მონაწილეობდნენ წარმოდგენაში.

„ეს ბავშვები პატარა ანგელოზებივით არიან, ძალიან სუფთა და უცოდველი. იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყვნენ მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვები, უნდა გავაერთიანოთ ძალები და ავიღოთ მათზე მზრუნველობა, მოვეფეროთ ბავშვებს და მომავლის იმედი ჩავუსახოთ“, - განაცხადა ემილი გამბაროვამ.

„ჩერნოვეცკის ფონდი“ ადმინისტრირებას უწევს 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლს, სადაც 26 მოზარდი ცხოვრობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო