ეკონომიკის სამინისტროს თანაორგანიზებით, ინტერნეტმმართველობის ფორუმი მიმდინარეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზატორობითა და მხარდაჭერით ინტერნეტმმართველობის მეოთხე ფორუმის GeoIGF 2018 იმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ფორუმზე ძირითადად განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ინტერნეტის ბაზარი და კონკურენცია, ფართოზოლოვანი განვითარება და სათემო ქსელების სიახლეები, საავტორო უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხები საქართველოში და სხვ.

საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი (GEO IGF) მიზნად ისახავს ხელი შუწყოს საჯარო კონსულტაციების პროცესს და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით საქართველოს ICT სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და განხილვას, წლის გამავლობაში მიღწეული წარმატებების წარმოჩენას ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, კონკურენციის, ზედა დონის დომენში ქვეყნის კოდის-GE ccTLD-ის ადმინისტრირების განვითარების, საავტორო უფლებების, ადამიანის უფლებების, პერსონალური მონაცემთა დაცვის ინტერნეტ სივრცეში, ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და დაცვის მიმართულებით.

ინტერნეტმმართველობის ფორუმში ასევე მონაწილეობენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპული ბიუროს, ევროპის საბჭოს, კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის, ინტერნეტის განვითარების ინიციატივის, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის, საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრისა და სხვა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა