სოფიო კილაძე - სააკაშვილი მიუღებელი ფორმებით ცდილობს ადამიანებს მიაყენოს შეურაცხყოფა

სააკაშვილი მიუღებელი ფორმებით ცდილობს ადამიანებს მიაყენოს შეურაცხყოფა, - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს.

მისი თქმით, ქალის მიმართ ასეთი გამონათქვამი წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია.

"რაც არ უნდა არ მოგწონდეს შენი ოპონენტი, რაც არ უნდა არ ეთანხმებოდე, პიროვნული შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია. არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, არც აშშ-ში, ასეთი სიტყვებით ადამიანები, მითუმეტეს პოლიტიკოსები ერთმანეთს არ მიმართავენ. სააკაშვილი მიუღებელი ფორმებით ცდილობს ადამიანებს მიაყენოს შეურაცხყოფა. სიმართლე გითხრათ, მისგან ასეთი რამ არ მიკვირს. სააკაშვილი აღიარებს თუ არა მოსახლეობის გადაწყვეტილებას, ეს მხოლოდ მისი საქმეა. ჩვენი საქმეა ყური დავუგდოთ ხალხის გადაწყვეტილებას ზუსტად ისე, როგორც ამას ჩვენი ხალხი ამბობს", - განაცხადა კილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო