ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს  - „კეთილი განწყობით“ იწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს „კეთილი განწყობით“ იწყებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრიაში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, მარკეტინგული კამპანია დაიწყო.

„კამპანიასთან დაკავშირებით "არტ ჰაუზში" გამართულ პრეზენტაციას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ახალი კამპანიის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო. საქართველოში მომსახურების მაღალი ხარისხის ერთ-ერთ შემაფერხებელი ფაქტორი სერვისის სფეროში მომუშავე ადამიანებსა და მომხმარებლებს შორის არსებული არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად კამპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულად განვითარებულ ქვეყნებში ტარდება. კამპანიის მთავარი იდეაა მომსახურების სფეროში დასაქმებულთა და მომხმარებელთა მოტივაციის ამაღლება კეთილი განწყობის გასაზიარებლად“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარკეტინგული კამპანია გათვლილია როგორც მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანზე, ასევე მომხმარებელზე.

მათივე ცნობით, სპეციალურად პროექტისთვის შემუშავდა კამპანიის ლოგო;

დამზადდა კამპანიის სარეკლამო სტიკერები, როგორც პროექტის დასახელებით „კეთილი განწყობით“, ასევე, სხვადასხვა ლოგანების გამოყენებით: #გაუღიმებარმენს, #გაუღიმეგამცილებელს, #გაუღიმეგიდს“ და სხვა; მომზადდა კამპანია „კეთილი განწყობით“ საინფორმაციო- სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომლის გავრცელება მოხდება სოციალური ქსელის მეშვეობით; შეიქმნა კამპანიის ფეისბუქ გვერდი; დაიგეგმა გამოწვევის აქტივობები ინსტაგრამზე; ტურიზმის სფეროში არსებული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის მეტროსადგურებში და ავტობუსის გაჩერებებზე განთავსდება სარეკლამო ბანერები, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები (მიმტანი, სასტუმროს დიასახლისი, გიდი და სხვა); ასევე, თბილისში, ტურისტულად დატვირთულ ადგილას მოეწყობა ღიმილის კედელი. კედელზე გაიკვრება, როგორც მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების ფოტოები, ასევე იმ ადამიანების ფოტოები, ვინც ფეისბუქ გვერდის გამოწვევის კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ინფორმაციით, ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟდება ინოვაციური AI (ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიის მონიტორები, რომელზეც მოღუშული სახის მქონე მომსახურების სფეროს წარმომადგენლები იქნება გამოსახული. მონიტორის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ პორტრეტი გაიღიმებს მაშინ, როდესაც კამერის წინ მდგომი გამვლელი მას თავდაპირველად გაუღიმებს.

იხილეთ ვიდეო: "კეთილი განწყობით" - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის პრეზენტაცია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა