ნათია ზედგინიძე - სკოლებში შემოწმების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად მიმდინარეობს და საარჩევნო პერიოდში არ და ვერ შეჩერდებოდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნათია ზედგინიძის განცხადებით, სკოლების შემოწმება ყოველწლიურად მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

მინისტრის მოადგილემ შესაბამისი სტატისტიკური მონაცემებიც წარმოადგინა.

„რაც შეეხება სტატისტიკას - სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს როგორც გეგმურ, ისე არაგეგმურ შემოწმებებს. მხოლოდ 2018 წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად, დაიწერა 98 დასკვნა, მითითება და გაფრთხილება მიეცა 49 სკოლას, გათავისუფლდა 9 სკოლის დირექტორი, ერთ სკოლაში მოხდა სამეურვეო საბჭოს დათხოვნა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 20 კანონდარღვევის საქმე. რა თქმა უნდა, პროცესი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად მიმდინარეობს, საარჩევნო პერიოდში არ და ვერ შეჩერდებოდა“,- აღნიშნა ზედგინიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა