ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა  რუსთავის მერთან ფინასური კონტროლის შესახებ ისაუბრეს

ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) წარმომადგენლები, რუსთავის მერ ირაკლი ტაბაღუას შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას, მერის მოადგილეები ბესიკ ტოგონიძე და გოჩა ლორია, ასევე მერიის შიდა აუდიტისა და სხვა სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის დასაწყისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტორლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა გელაძემ განაცხადა, საჯარო ფინანსების ეფექტური მართვისა და „კარგი მმართველობის პრინციპების” დამკვიდრების მიზნით, ქვეყნის საჯარო სექტორში 2010 წლიდან სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა ხორციელდება. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, იმართება სამუშაო შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და შიდა აუდიტის სამსახურებთან, იმისათვის, რომ მომავალში ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტური შიდა ფინასური კონტროლის სისტემა ჩამოყალიბდეს.

„რეფორმის განხორციელება ხელს უწყობს შიდა კონტროლის ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების გამართულ, მენეჯერულ ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულ ფუნქციონირებას და შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების მეტად მიზნობრივ, ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას“, - განაცხადა ირმა გელაძემ.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრებით, უფრო გაძლიერდება საჯარო კონტროლი შიდა ფინანსების მართვაზე.

„ჰარმონიზაციის ცენტრის სპეციალისტები და ექსპერტები, სამი დღის განმავლობაში იმუშავებენ, არა მარტო რუსთავის შიდა აუდიტის, არამედ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის სამსახურებთან, რომელთაც გააცნობენ თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს აუდიტის სამსახურის საქმიანობა. რაც ყველაზე მთავარია ჩვენთვის, შეფასებითი კრიტერიუმების დანერგვა და განხორციელება მოხდება, რათა უფრო მეტად ეფექტური გახდეს საჯარო კონტროლი ფინანსების მართვაზე, იმიტომ, რომ მარტო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის ხარჯვა არ არის მთავარი, მას უნდა ჰქონდეს ეფექტი თუ რა დოზით დაიხარჯა, რა მიმართულებით დაიხარჯა, რამდენი დაიხარჯა და რა ეფექტი ქონდა, აი მაზე იქნება მთავარი აქცენტები გაკეთებული სამუშაო შეხვედრებზე“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) ჩართულობითა და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრები, რუსთავის გარდა, მიმდინარე წელს საქართველოს 8 ქალაქში ჩატარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს