2018 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის მოხმარება შემცირდა

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ განცხადებით, 2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 80,9 ათასი ტონა, რაც 14,8 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 46,3 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 34,6 ათასი ტონა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“ ავრცელებს.

„სულ 2018 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 991,0 ათასი ტონა, რაც 11,9 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (979,1 ათასი ტონა).

2018 წლის 11 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან - 272,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,5%-ს შეადგენს. მიმდინარე წელს რუსეთი არის საწვავის სტაბილურად ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ქვეყანაში, რომელმაც ჩაანაცვლა რუმინეთი, რომელიც თავის მხრივ ბოლო წლების განმავლობაში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო.

მათ შორის, 2018 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან - 205,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 41,2%-ს შეადგენს, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 158,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 32,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი - 140,3 ათასი ტონა (28,5%).

მართალია, მიმდინარე წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 11,9 ათასი ტონით გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად საწვავის მოხმარება არ გაზრდილა, ვინაიდან 2016 წლის დეკემბერში განხორციელდა საშუალოდ 70 ათასი ტონით მეტი პროდუქტის იმპორტი წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, რომელიც მოხმარებაში გავიდა უკვე 2017 წლის პირველ თვეებში. აღნიშნული დაკავშირებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებასთან, რომელიც ეხებოდა საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდას, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან.

საწვავის მოხმარების შემცირება ძირითადად განპირობებულია შემდეგი ძირითადი ფაქტორებით: ქვეყანაში ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობის ზრდა; ბუნებრივ აირსა და ბენზინის ფასს შორის სხვაობის ზრდა, რის შედეგადაც ხდება ავტომობილების ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდა; თხევადი აირის მოხმარების მატება ავტომობილების გასამართად; საწვავზე მაღალი ფასები; თურქეთში დიზელის საწვავის გადინების კლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო