თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადასულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე, მოქალაქეს ავტომობილი მოპარეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი მან­ქა­ნი­დან გადა­ვი­და, რომ სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტი­დან ტე­ლე­ფონ­ზე თან­ხა ჩა­ე­რი­ცხა, რა დრო­საც უც­ნო­ბი პირი მის მან­ქა­ნა­ში ჩაჯდა და გა­იქ­ცა. რო­გორც Ambebi.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მო­პა­რუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით გამ­ტა­ცე­ბელ­მა ავა­რია მო­ახ­დი­ნა, რა დრო­საც ხუთი მან­ქა­ნა და­ამ­ტვრია. მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ს ინფორმაციით, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­სა და კრიმინალური პო­ლი­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად გა­ტა­ცე­ბუ­ლი ავტომო­ბი­ლი მა­ლე­ვე იპო­ვეს. ავტომანქანის გამტაცებელი დაკავებულია.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 177-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც გუ­ლის­ხმობს ქურ­დო­ბას და 4-დან 7 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხილეთ ვიდეო: ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, თბილისში მანქანა გასტაცეს - გაქცეულმა ქურდმა ავარიისას 6 მანქანა დაამტვრია