სასამართლოში კობა დავითაშვილის წინააღმდეგ პაატა ბურჭულაძის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა თავად პაატა ბურჭულაძე. როგორც მისმა უფლებადამცველმა, მარიამ ჩიქოვანმა განაცხადა, ბურჭულაძეს ევროპაში კონცერტები აქვს, რის გამოც პროცესს ვერ ესწრება.

"ადამიანის ღირსება და პატივი ხელშეუხებელია, ეს არის ის უფლება, რომლის დაცვაც გარანტირებულია კონსტიტუციითაც და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც. საჯარო სივრცეშიც არსებობს დასაშვები კრიტიკის ფარგლები, რომლის გადასვლის უფლებაც არავის აქვს. ბატონი კობას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი პაატა არის ქურდი და საქველმოქმედო მიზნით ფონდ "იავნანაში" შემოსულ თანხებს იპარავდა , არის ცილისწამება და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ამ საქმეზე გამოძიება წელიწადნახევარია მიმდინარეობს და პროკურატურას ჯერ დანაშაულის ნიშანი არ დაუნახავს და ბრალი არავისთვის წაუყენებია", - აცხადებს ჩიქოვანი.

ბურჭულაძის ადვოკატი ცილისმწამებლური განცხადების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 25 000 ლარის ოდენობით ითხოვს.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნა ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფაა. ასევე, მორალური ზიანის ანაზღაურება. ამის ერთადერთი მიზანი თანხის საქველმოქმედო ფონდ "იავნანაში" გადარიცხვაა, რათა ქველმოქმედებას მოხმარდეს", - აცხადებს ჩიქოვანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა