მეუფე იაკობს სასამართლომ მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებული განცხადების საჯაროდ უარყოფა და 1 ლარის გადახდა დააკისრა

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი, რომლითაც ის ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მიხეილ რამიშვილმა მიაწოდა.

როგორც ის განმარტავს, მოსამართლე ირაკლი კოპალიანის გადაწყვეტილებით, ქორეპისკოპოს იაკობს მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებული ცილისმწამებლური განცხადების საჯაროდ უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დაეკისრა.

"მოსამართლემ ახლა გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც ჩემი სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა. საუბარია ჩემი პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებულ განცხადებაზე. ქორეპისკოპოსმა იაკობმა ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო გადაცემაში, სადაც ცილი დამწამა, ვითომ, მე ვიყავი მეუფე პეტრეს მაბეზღარა, ვიყავი ჩანერგილი აგენტი გიორგი მამალაძისა და გირგვლიანის საქმეში, ასევე ინფორმაცია მიმქონდა დათა ახალაიასთან, რაც მოსამართლემ ცილისწამებად ჩათვალა და დააკისრა ქორეპისკოპოს იაკობს ყველაფრის საჯაროდ უარყოფა, ისევე როგორც საჯაროდ დამდო ბრალი და ცილი დამწამა.

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, სიმბოლურად ერთი ლარი მოვითხოვე, რადგან ღირსება და პატივი შეუფასებელია. მოსამართლემ ქორეპისკოპოს იაკობს ერთი ლარის სიმბოლურად გადახდა დააკისრა. დიდი მადლობა მოსამართლე ბატონ ირაკლი კოპალიანს, რომელიც არაფერს შეუშინდა", - განაცხადა რამიშვილმა.

პროცესს არ დასწრები თავადა ქორეპისკოპოსი იაკობი.

"მორიგებაც მინდოდა და მისი ნახვაც, რაში მწამებდა ცილს, მაგრამ ყოველთვის მემალებოდა", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: სასამართლომ მეუფე იაკობს 1 ლარის გადახდა დააკისრა

ვიქტორ ყიფიანი - სავსებით მისაღებად მიმაჩნია პანდემიაზე, როგორც ვირუსოლოგიურ უბედურებაზე და იმავდროულად გლობალურად აუცილებელი ცვლილებების დამაჩქარებელზე საუბარი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2020
დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
„გაგუას კლინიკამ“ რესპუბლიკურ საავადმყოფოს 10 ელექტროფუნქციური საწოლი საჩუქრად გადასცა
„ტერასა ჯგუფმა“ ორასამდე სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
"ლიბერთი ბანკის" მმართველ გუნდში ცვლილებებია
"ბაზისბანკის" ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა