ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში ფართოზოლოვანი ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, „ბილაინი“ უფასო კოლოკაციის მომსახურებას მიაწვდის

ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარს, ფართოზოლოვანი ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, „ბილაინი“ უფასო კოლოკაციის მომსახურებას მიაწვდის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბილაინიდან“ აცნობეს, მოსახლეობისა და ტურიზმის კონცენტრაციის ადგილების მაღალსიჩქარიანი ფიქსირებული უსადენო ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში მაგისტრალური რადიო ქსელი აშენდება.

„პროექტის მიზანია, საქართველოში ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ რეგიონში - ფშავი, ხევსურეთი და გუდამაყარი, რომლებიც პოპოულარულია როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმის თვალსაზრისით, მოხდეს დასახლებული პუნქტებისა და ტურისტული კონცენტრაციის ადგილების მაღალსიჩქარიანი ფიქსირებული უსადენო ინტერნეტით მომსახურება.

რთული გეოგრაფიული პირობებისა და მოსახლეობის სიმცირის გამო, მოცემულ რეგიონში არ არის ოპტიკური ქსელი. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) მხარდაჭერით და „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ კოორდინაციით, ხორციელდება მაგისტრალური რადიოქსელის მშენებლობა. აშენების შემდგომ, ქსელი სამართავად გადაეცემა თავად ბენეფიციარს - ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც წარმოგენილია ააიპ „მთის სათემო ქსელის“ მიერ. საქმიანობიდან მიღებულ მოგებას ბენეფიციარი ისევ მიმართავს ქსელის განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მიკრო და მცირე მეწარმეებისა და კოოპერატივების ტრენინგი და ელექტრონული სერვისების მიმართ ცნობადობის ამაღლება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ბილაინის“ ინფორმაციით, მემორანდუმი, რომელიც რეგიონებისთვის უფასო კოლოკაციის მიწოდებას გულისხმობს, „საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2018“-ის მიმდინარეობისას გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ინტერნეტ საზოგადოების ევროპული ბიუროს, შპს „ვიონი საქართველოსა“ და ააიპ „მთის სათემო ქსელს“ შორის მოეწერა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა