მალხაზ მაჩალიკაშვილი - დღემდე გრძელდება  ომი სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი  ოჯახის წინააღმდეგ

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია, „როგორ გრძელდება დღემდე მედიის საშუალებით ომი პირდაპირ სახელმწიფოს მხრიდან მათი ოჯახის წინააღმდეგ“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"დიპლომატებთან შეხვედრაზე ჩვენ ვთქვით ჩვენი სათქმელი. რა დარღვევები ხდებოდა, რა ხარვეზები იყო, ამ თემაზე ჩვენმა ადვოკატებმა ისაუბრეს. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ჩვენ მოვუყევით, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი და როგორ გრძელდება დღემდე მედიის საშუალებით ეს ომი პირდაპირ სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ და რა სიბინძურე არის მიმართული ჩვენს მხარეს სუს-ის მხრიდან", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით კი, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ საელჩოების წარმომადგენლებმა პირადად გაიცნეს მაჩალიკაშვილების ოჯახი.

"მათ ასევე მოისმინეს თემირლანის დის სულისშემძვრელი სიტყვა, რომელზეც აბსოლუტურად ყველა ატირდა. მან განაცხადა, რომ თემირლანი იყო ისეთი, როგორიც თვითონ არის და მისი ერთადერთი სურვილია, ყველამ დაიჯეროს, რომ თემირლანი არ იყო ტერორისტი. ჩვენ საგამოძიებო პროცესის არსებული ხარვეზიანობის ყველა დეტალზე ვუამბეთ, რაც ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების ჩატარებას და დასრულებას ცალსახად აფერხებს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა