მამუკა ბახტაძე - მთაში კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავაზღვიოთ საფრთხეები

კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება მთაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დავაზღვიოთ ის საფრთხეები, რომელიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ექსპო ჯორჯიაში“, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ასევე განხორციელდება პრევენციული ღონისძიებები, რაც სხვადასხვა სამუშაოებს გულისხმობს.

„ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და სამწუხაროდ, გასული სამი წლის განმავლობაში ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენი თვალით ვიხილეთ. კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება მთაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დავაზღვიოთ ის საფრთხეები, რომელიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებას. ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი თანხები გამოვყავით და უკვე დავიწყეთ საპილოტე პროგრამების განხორციელება. განვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებებს ბუნებრივი კატასტროფების ზიანის შესამცირებლად, რაც გულისხმობს სხვადასხვა მდინარისა და ხევის გასუფთავებას, 4 ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონტაჟს, ტყის გაშენებას, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას და მთაში ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენას. უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სადაზღვევო პროგრამების დანერგვაც, რათა სტიქიური კატასტროფებით გამოწვეული ზარალი შევამციროთ მინიმუმამდე“, - განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა