ეკატერინე მიქაბაძე პრეზენტაციაში „შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა ტურიზმის ინდუსტრიაში“ მონაწილეობდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძე პრეზენტაციაში „შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა ტურიზმის ინდუსტრიაში“ მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, კვლევა სამინისტროს დაკვეთით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად მომზადდა.

პრეზენტაციას ტურიზმის სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მისასალმებელ სიტყვაში ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, რომ ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სექტორია საქართველოში, შესაბამისად, აღნიშნული სექტორის კვლევა არის მნიშვნელოვანი შემდგომი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად. მისი თქმით, კვლევა მოიცავს ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების ხელმძღვანელთა შეფასებებს დასაქმებულთა პროფესიულ უნარებთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია დღეს არსებული დასაქმების სტრუქტურის ზუსტი სურათის დასანახად.

„დამსაქმებლების მხრიდან შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა დაგვეხმარება, რათა სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ პროფესიული კადრების მომზადება-გადამზადების მიმართულებით და სრულად ვუპასუხოთ შრომის ბაზრის გამოწვევებს“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, კვლევის მიზანს წარმოადგენს ტურიზმის ინდუსტრიაში ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე დამსაქმებელთა მოთხოვნის გამოვლენა, რომლის გათვალისწინება ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის შეუსაბამობის შემცირებას.

სამინისტროს განცხადებით, კვლევის შედეგად სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად შეისწავლეს ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმების სტრუქტურა ძირითადი მახასიათებლების, კერძოდ: ქვე-სექტორების, პროფესიული ჯგუფების, საწარმოთა ზომის, განათლების მიღწეული დონისა და სქესის მიხედვით; დამსაქმებელთა მიერ დასაქმებულთა უნარებისა და შესაძლებლობების შეფასება; დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა სწავლებასა და გადამზადებაზე გაწეული საქმიანობა; საწარმოებში არსებული და გამოცხადებული ვაკანსიები პროფესიული ჯგუფების მიხედვით; დამსაქმებელთა ძირითადი პრობლემები სამუშაოს მაძიებლების დასაქმების კუთხით; პროფესიული განათლების მქონე ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი, დამსაქმებელთა დამოკიდებულება პროფესიული სწავლების მიმართ და მათი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ფორმები და ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ტენდენციები და გამომწვევი მიზეზები.

კვლევის დროს გამოიკითხა 1000 საწარმოს წარმომადგენელი თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. აღინიშნა, რომ 2018 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობამ 71,574 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6,5 პროცენტით მეტია. აქედან, ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა თბილისში, შემდეგ აჭარასა და იმერეთში.

კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმეს მცირე საწარმოებმა - ამ მაჩვენებელმა 60 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება დასაქმებულთა განაწილებას, ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებულია კვების ობიექტებში (37 პროცენტი), შემდეგ მოდის ტრანსპორტი (32 პროცენტი) და განთავსება (26 პროცენტი).

კვლევაში დეტალურადაა განხილული ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის საკითხი. ამ მიმართულებას ყველაზე მეტი გამოხმაურება მოყვა დამსწრე საზოგადოების მხრიდან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო